მერაბ ჭანუყვაძე: ვტოვებ გუბერნატორის თანამდებობას, მაგრამ ვრჩები ჩემი ხალხის სამსახურში

188
გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობა დატოვა. მან ამის შესახებ საკუთარ facebook გვერდზე დაწერა და მადლობა გუნდსა და ხალხს გადაუხადა.
 
"ჩემო მეგობრებო, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო თანამდებობა! ამ პერიოდის განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობდი წარმომეჩინა ჩემთვის განსაკუთრებული მხარე!! მინდა მადლობა გადავუხადო მოსახლეობას და ჩემს გუნდს, თქვენი მხარდაჭერა შეუფასებელია ჩემთვის. ვტოვებ თანამდებობას, მაგრამ ვრჩები ჩემი ხალხის და ჩემი ქვეყნის სამსახურში!!", – წერს ჭანუყვაძე.
Comments
Loading...