მერკელი: გაზსადენი “ჩრდილოეთ დინება-2” გერმანიას რუსეთზე დამოკიდებულს არ გახდის

64

გაზსადენი "ჩრდილოეთ დინება-2" გერმანიას რუსეთზე დამოკიდებულს არ გახდის, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თბილისში, სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

"უკვე ვხედავთ, რომ დამოკიდებული არ ვხდებით", – აღნიშნავს მერკელი და აცხადებს, რომ "ჩრდილოეთ დინება-2"-ის მშენებლობის პარალელურად, გერმანიაში, თხევადი გაზის დაგროვებისათვის პროექტის მშენებლობა ხორციელდება.

"დამოკიდებულება ახლა მკვეთრად არ გაიზრდება "ჩრდილოეთ დინება-2"-ის მშენებლობის გამო", – ხაზგასმით აღნიშნავს კანცლერი. ამასთან, მან განაცხადა, რომ უკრაინის გავლით გაზის რუსეთიდან ტრანზიტის შენარჩუნება აუცილებლობა იქნება მას მერე, რაც "ჩრდილოეთ დინება-2" ამუშავდება.

19 აგვისტოს, გერმანიაში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ანგელა მერკელის შეხვედრაზე პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის შენარჩუნებას აპირებს.

პუტინი და მერკელი შეთანხმდნენ, რომ გაზსადენი კომერციულია და არასწორი იქნებოდა ამ პროექტის პოლიტიზირება.

"ჩრდილოეთ დინება-2"-ის პროექტის წინააღმდეგ აქტიურად გამოდის ვაშინგტონი. ტრამპის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ გაზსადენი გაზრდის გერმანიისა და მთელი ევროპის დამოკიდებულებას რუსეთზე და ამის ალტერნატივად, ვაშინგტონი ქვეყნებს თხევადი გაზის შესყიდვას სთავაზობს.

Comments
Loading...