მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი: ნენსკრა ჰესის პროექტი სვანეთის განვითარებაში უდიდეს როლს ითამაშებს

85

რამდენიმე დღის წინ მესტიაში ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელ კომპანია სს "ნენსკრა ჰიდროსა" და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულების ფარგლებში, სოფლებში ჭუბერსა და ნაკრაში ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები განხორციელდება. მემორანდუმის ფარგლებში 2019 წელს "ნენსკრა ჰიდრო" მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 1.5 მილიონ ლარს გამოყოფს. მემორანდუმის მნიშვნელობაზე და მის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე "აიპრესთან" მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნენსკრა ჰესის პროექტი თემის განვითარებაში უდიდეს როლს ითამაშებს.

"ეს მსხვილი ინვესტიცია ნიშნავს ადგილობრივ ბიუჯეტში შემოსავლების დაბანდებას. ნენსკრა ჰესის პროექტის დასრულების შემდეგ ბიუჯეტში ყოველწლიურად დაახლოებით 12 მილონი ლარი შემოვა გადასახადების სახით", – განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

– ბატონო კაპიტონ, რა სიკეთეს მოუტანს მესტიის მუნიციპალიტეტს ამ ტიპის მემორანდუმის გაფორმება და რა პროექტები განხორციელდება მემორანდუმის ფარგლებში?

"ნენსკრა ჰიდრო" სოციალური პროექტებში ძალიან დიდი თანხას ხარჯავს და  კიდევ აპირებს. აქედან, ნაწილი უკვე დახარჯულია. ეს თანხა სრულად ემსახურება სოციალური პრობლემების მოგვარებას.

ამ ფულით მოგვარდება, მაგალითად შიდა გზების პრობლემა, საბავშვო ბაღის, მოხდება სკოლების რეაბილიტაცია და ასე შემდეგ. გარდა ამისა, სოციალური საწარმოების დაფინანსდება.

– როგორი იქნება მოსახლეობის ჩართულობა ამ თანამშრომლობის ფარგლებში?

ის პროექტები რომლებიც ზემოთ ვახსენე, მოსახლეობასთან ერთადაა შეჯერებული. ჩვენ მუდმივად ვხვდებით მოსახლეობას, მათგან ვიღებთ საჭიროებების ჩამონათვალს, შემდეგ კი მემორანდუმის ფარგლებში, ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ, რომ მოსახლეობას ეს პრობლემები მოვუგვაროთ.

2 წლის განმავლობაში "ნენსკრა ჰიდრომ" ყველა ოჯახსა და ყველა ინდივიდის თხოვნები შეძლებისდაგვარად შეაგროვა.

ამ სოციალური პროექტების ფარგლებში, მოაგვარებს ისეთ საკითხებს, რომელიც თემში უმრავლესობას აწუხებს. რაც უფრო მეტი იქნება ბენეფიციართა რაოდენობა, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ ამ პრობლემის მოგვარება დაფინანსდეს. მოსახლეობის მოთხოვნების პროექტირებას მერია საკუთარ თავზე იღებს, შემდეგ ამ პროექტებს ნენსკრას გადავცემთ და ისინი დააფინანსებენ.

ყველაზე მთავარი პრინციპია მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება და რეგიონის ეკონომიკის მდგრადი განვითარება, მაგრამ პლიუს ამას მაქსიმალური გამჭირვალეობა, თუ როგორ უნდა მოხდეს ინვესტიციის შემოდინების შემთხვევაში ამ ფულის სწორად გამოყენება და მერე ამის გამჭირვალეობა.

– რა სიკეთეს მოუტანს უშუალოდ ნენსკრა ჰესი რეგიონს?

ჩვენ სვანეთში 163 სოფელი გვაქვს. აქედან დაახლოებით 20  გვაქვს მოწყობილი, ბევრი საქმეა გასაკეთებელი. ამ ფულს უნდა მოზიდვა, უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მეტი შემოსავალი მოვიზიდოთ ადგილზე და მეტი პრობლემა გადავწყვიტოთ მოსახლეობის სასარგებლოდ.

ეს შემოსავლები პირდაპირ მიედინება მოსახლეობის ინტერესების სასიკეთოდ. თუ ტურიზმზე გვაქვს ორიენტირი, ამას სჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, წყალი, შიდა გზები, გარდა მაგისა კულტურული კუთხით სჭირდება ჩვენს ისტორიულ ძეგლებს გარემონტება, სჭირდება კულტურის სახლებს გარემონტება. სტუმრებს მხოლოდ ბუნება და კარგი დასვენება კი არ უნდა შევთავაზოთ, კულტურული გარემოც უნდა გავაუმჯობესოთ. ჩვენი მუნიციპალიტეტი ყველა კუთხით უნდა გავხადოთ საინტერესო და მისი პოპულარიზება უნდა მოვახდინოთ.

– თუ გყავთ სხვა მსხვილი ინვესტორები და თუ გეგმავთ სხვასთანაც მსგავსი მემორანდუმის გაფორმებას?

გაფორმებული გვაქვს „სვანეთი ჰიდროსთან“ , რომელმაც პირველი ინვესტიცია უკვე განახორციელა. დაფინანსდა კულტურის სახლის რემონტი. ეს კულტურის სახლი მოემსახურება რეგიონის სტუმრებს, ტურისტებს.

საბოლოო ჯამში, ინვესტიცია და სწორად გაკეთებული საქმე არა მარტო ინვესტორს უზრდის შემოსავლებს, ადგილობრივ ბიუჯეტშიც შემოდის თანხა, სოციალურ პრობლემებსაც აგვარებს და უსაფრთხოების დონესაც მაღლა სწევს.

Comments
Loading...