მეცნიერებმა ჭკვიანი ტელეფონის ეკრანისთვის თვითაღდგენადი შუშა შექმნეს

756

ამერიკელმა მეცნიერებმა ინოვაციური მასალა შექმნეს, რომელსაც აღდგენის უნარი ექნება. კალიფრონიის უნივერსიტეტის თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ ახალი შუშა, რომელსაც თვითაღდგენის უნარი აქვს, ჭკვიანი ტეელფონების ეკრანების წარმოებაში სწრაფად დაინერგება. გამომგონებლები ირწმუნებიან, რომ დაზიანებული მინა 24 საათის განმავლობაში სრულად აღდგება. ამის შესახებ Independent წერს.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ნივთიერება, რომლისგანაც სმარტფონის ეკრანი დამზადდება, ისეთი მოლეკულებისგან შედგება, რომ დაზიანების შემთხვევაში ისინი ერთმანეთს თავად შეერთვებიან და 24 საათის განმავლობაში გატეხილი ეკრანი სრულად აღდგება.

ახალი ნივთიერება მარტივი შემადგენლობისაა და მისი მასობრივ წარმოებაში გამოყენება ძვირი არ იქნება. შუშა მაღალი დრეკადობით გამოირჩევა და დაზიანების ალბათობაც დიდწილად შემცირდება. ახალი გამოგონების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში სამეცნიერო ჟურნალში Advanced Material გამოქვეყნდა.

Comments
Loading...