“მთის კურორტების” გუდაურის სამაშველომ ქართველი პარაპლანისტი და ინდოელი ტურისტი გადაარჩინა

593

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს”მთის კურორტების განვითარების კომპანიის” გუდაურის სამაშველო სამსახურმა ქართველი პარაპლანისტი და ინდოელი ტურისტი გადაარჩინა.

ქართველი პარაპლანისტი და ინდოელი ტურისტი გუდაურში “კუდებიდან” აფრინდნენ. მოულოდნელად ხილვადობა შეიცვალა პარაპლანისტმა შეძლო პარაპლანის დამორჩილება და დაეშვა ხადას ხეობაში. მთაზე მყოფმა მაშველებმა შეამჩნიეს პარაპლანისტის მიერ განხორციელებული არასწორი ტრაექტორია, რასაც მოჰყვა მყისიერი რეაგირება. მაშველებმა ფეხით შეძლეს ტურისტების ხეობიდან გამოყვანა და მათი უსაფრთხოდ გადაყვანა დაბა გუდაურში.

Comments
Loading...