სპეციალურად სტუდენტებისთვის, თიბისი ბანკმა ახალი სადებეტო ბარათი #შენიბარათი შექმნა. #შენიბარათი გამორჩეულია და მის მფლობელს შესაძლებლობას აძლევს საკუთარი გემოვნებით და სურვილისამებრ შეცვალოს მისი დიზაინი, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.
ბარათის აღება თიბისი ბანკის ფილიალებსა და სერვისცენტრებში უფასოა, ამისათვის საჭიროა წარადგინოთ პირადობის მოწმობა. ბარათთან ერთად სტუდენტებს საჩუქრად გადაეცემათ სტიკერების ნაკრები, რომელიც მუდმივად განახლდება.
#შენიბარათი გამორჩეულია იმითაც, რომ ბარათის მფლობელები მიიღებენ მათთვის საინტერესო შეთავაზებებს და ფასდაკლებებს. თავგადასავალი იწყება #შენიბარათის აღებისთანავე. პირველი 1000 სტუდენტი, რომელიც გააქტიურებს ბარათს, საჩუქრად მიიღებს Tbilisi Open Air-ზე დასასწრებ აბონემენტს.