მიმდინარე წელს ვაკის რაიონში ამხანაგობებისთვის 149 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა

8

ვაკის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობას მიმდინარე წელსაც აქტიურად განაგრძობს. ამხანაგობების მომართვიანობის საფუძველზე, სხვადასხვა უბანში, ამ დრომდე, 149 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა.

კერძოდ, 50 მისამართზე შენობის ბრტყელი ან ქანობიანი სახურავები განახლდა და წყალსაწრეტი მილები დამონტაჟდა, 21 მისამართზე შიდა წყალარინების მილების რეაბილიტაცია განხორციელდა, ლიფტები 50 მისამართზე განახლდა, 16 მისამართზე სადარბაზოები გარემონტდა, 9-ზე კი, საერთო სარგებლობის კიბეები აღდგა, ასევე, სამ მისამართზე სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია განხორციელდა. პროექტების დასაფინანსებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 3 650 000 ლარი გამოიყო. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ წესის მიხედვით, სამუშაოების განხორციელებისას პროექტების ღირებულების 5%-10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება. ამხანაგობა ვალდებულია, განახორციელოს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა

Comments
Loading...