მიმდინარე წელს, ვაკის რაიონში დასასვენებელი სივრცეები 9 მისამართზე კეთილმოეწყო

6

ვაკის გამგეობა რაიონის სხვადასხვა უბანში დასასვენებელი სივრცეების მოწყობას განაგრძობს. მოსახლეობის თხოვნითა და საბიუჯეტო რესურსის გათვალისწინებით, წელს, დასასვენებელი, გამწვანებული სივრცე 9 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა.

კერძოდ, თხინვალაში სრულიად ახალი რეკრეაციული სივრცე შეიქმნა, რომელსაც საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელი დაერქვა, დასასვენებელი და სპორტული სივრცე რეაბილიტირდა ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის N 47-49-ში, ახალი კომბინირებული სივრცე, ასევე, მოეწყო წყნეთის გზატკეცილი N49-ს მიმდებარედ, სადაც საბავშვო მოედანი, სტადიონი და სატრენაჟორო ზონა განთავსდა, ორი ახალი სკვერი კეთილმოეწყო ნაწილობრივ ფარეხების ნაცვლად ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N14-N15 კორპუსებთან და ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N19 კორპუსის მიმდებარედ. გარდა ამისა, პატარა დასასვენებელი სივრცეები ქობულეთისა და მცხეთის ქუჩების კვეთაზე, ლორთქიფანიძის N34ა-ს მიმდებარედ, ჭავჭავაძის N37-ის მიმდებარედ განთავსდა. ჭავჭავაძის გამზირის N83-ის ტერიტორიაზე კი, ტერიტორია მოპირკეთდა ფილებით, დამონტაჟდა საპარკე ინფრასტრუქტურა. ამავე მისამართზე მოეწყო სპორტული მოედანი.

დასასვენებელი სივრცეების მოსაწყობად გამგეობის ბიუჯეტიდან 1 398 400 ლარი დაიხარჯა.

გარდა ამისა, 38 მისამართზე სკვერების ფრაგმენტული შეკეთების სამუშაო ჩატარდა.

Comments
Loading...