ვაკის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, მიმდინარე წლის განმავლობაში რაიონის მასშტაბით ექვსი კულტურული და სპორტული ღონისძიება ჩატარდა. მათ შორის, ორჯერ მოეწყო საბავშვო დღესასწაული – ბავშვთა დაცვის დღესთან და „წყნეთობასთან“ დაკავშირებით.
პატარებს სხვადასხვა წარმოდგენა, სპექტაკლი და სხვა გასართობი აქტივობები შესთავაზეს, გარდა ამისა, „წყნეთობის“ დღესასწაულზე ქართული ჭიდაობის შეჯიბრიც გაიმართა.
სპორტის პოპულარიზაცია და შესაბამისი ხელშეწყობა ვაკის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ამიტომ მიმდინარე წელსაც სხვადასხვა სპორტული ტურნირის ორგანიზება მოხდა. მოსახლეობას მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ფრენბურთის, ჩოგბურთის და კალათბურთის ტურნირებში ჰქონდა.
თასების, მედლების და სიგელების გარდა, მონაწილეებს წამახალისებელი ფულადი პრიზები გადაეცათ. ოთხი სპორტული და ორი გასართობი ღონისძიების განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 60 000 ლარი დაიხარჯა.