მობილური ექსტენცია გურიის რეგიონში

373

სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მასშტაბური პროექტის "მობილური ექსტენცია" ფარგლებში, სპეციალისტებმა გურიის რეგიონში სათბურები, ფერმერული მეურნეობები, ბაღები დაათვალიერეს და ფერმერებს კონსულტაციები გაუწიეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის და დაავდებებთან ბრძოლის მეთოდებზე, ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების, მეცხოველეობის დარგის განვითარებასა და ვეტერინარიის საკითხებზე, ასევე, თხილის მავნებელ დაავადებებზე და მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებზე ადგილობრივებს ინფორმაცია მიაწოდეს.

პროექტი "მობილური ექსტენცია" უკვე 2 წელია რაც აქტიურად მიმდინარეობს და მასში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტების გარდა სოფლის მეურნეობის რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები არიან ჩართული.

2017 წლის პირველ ნახევარში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა საკონსულტაციო მომსახურება  მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, კახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონებისა და მესტიისა და სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტების სოფლების მოსახლეობას ადგილზე გაუწიეს.

Comments
Loading...