საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის ნატიკ ალიევის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოხატავს.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის ბატონ ნატიკ ალიევის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოხატავს.
ნატიკ ალიევის როლი განსაკუთრებით დიდია აზერბაიჯანში მოპოვებული ნავთობისა და გაზის საერთაშორისო ბაზრებზე იმ სატრანზიტო მილსადენების პროექტების მოლაპარაკებებისა და მშენებლობის საკითხების წარმატებით დასრულებაში, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელდა. საუბარია ბაქო-სუფსის ნავთობსადენის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიური გაზსადენის პროექტებზე. ამ პროექტების განვითარებაში ბატონი ნატიკ ალიევი ჯერ კიდევ 1995 წლიდან იყო ჩართული, როდესაც იგი კომპანია სოკარს ხელმძღვანელობდა. ბატონი ალიევი იყო საქართველოს დიდი მეგობარი და მისი წასვლა ამ ქვეყნიდან დიდი დანაკლისია ჩვენთვის.