“ნენსკრა ჰიდრომ” ჭუბერში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო

115

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელმა კომპანიამ – სს "ნენსკრა ჰიდრომ" მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად დამატებითი თანხები გამოჰყო. მიმდინარეობს სამუშაოები იმ მონაკვეთზე, სადაც სტიქიამ გზა სრულად გაანადგურა და მოსახლეობის ნაწილი ცივილიზაციას მოსწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას ნენსკრა ჰიდრო ავრცელებს.

ტექნიკით უზრუნველყოფას "ნენსკრა ჰიდროს" სუბკონტრაქტორი – "ქართული სამშენებლო კონსორციუმი" ახორციელებს.

"ჩვენი კომპანია სტიქიის პირველივე დღიდან აქტიურად ჩაერთო საგანგებო შტაბის მუშაობაში და დაზარალებული მოსახლეობისთვის უკვე არაერთი ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება განახორციელა. ამასთანავე, მივიღეთ გადაწყვეტილება, შეგვექმნა სპეციალური ფონდი, რომლიდანაც პირველი რიგის სამუშაოები დაფინანსდებოდა. ამ მიზნით ნენსკრა ჰესის პროექტის ინვესტორმა დამატებითი თანხები გამოჰყო", – განაცხადა სს "ნენსკრა ჰიდროს" ოპერაციების მართვის დირექტორმა თეიმურაზ კოპაძემ.

Comments
Loading...