ნიკოლოზ გაგუამ აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელთან მიმდინარე პროექტები განიხილა

371

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ და აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენელთან საქართველოში იეშიმ ელჰან კაიალარმა საქართველოში ADB-ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების  მიმდინარეობა განიხილა. 

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე დეტალურად ისაუბრეს 2018 – 2020 წლებში ADB-ის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელ პროექტებსა და პროგრამებზე.

აღინიშნა ის დიდი მხარდაჭერა, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი უწევს საქართველოს როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, წყლის ინფრასტრუქტურის, ისე საქართველოს რეგიონების განვითარების მიმართულებით.

Comments
Loading...