ნუცუბიძის II მიკრორაიონში და თავხელიძის N1-ში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

21

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, ნუცუბიძის II მ/რ-ის, III კვარტლის N5-ში და თავხელიძის N1-ში არსებული სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

თავხელიძის N1-ში მოედნის საფუძველი, ღობე, სხვა ინფრასტრუქტურა განახლდა. დაიგო რბილი საფარი. ანალოგიური სამუშაოები ნუცუბიძის II მ/რ-ის, III კვარტლის N5-ში მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

Comments
Loading...