ზოგადად ფული ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. მის გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ ისეთი მინიმალური საჭიროებების დაკმაყოფილებას, როგორიცაა საკვების შეძენა, კომუნალური გადასახადების გადახდა, ტრანსპორტირება და ა.შ.
ყველაფრის წინასწარ გათვლა ძალიან რთულია, ხშირად ადამიანები რთულ ფინანსურ მდგომარეობაში ვარდებიან, საიდანაც გამოსავლის ძიება ძალიან რთული საქმეა.
როდესაც ფული სასწრაფოდ გჭირდებათ და თანხას ვერ სესხულობთ, ვერც ოჯახის წევრისგან და ვერც მეგობრისგან, საუკეთესო გამოსავალი სწრაფი ონლაინ სესხის აღებაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თქვენ მას იღებთ გააზრებულად, შესაბამისი მიზნობრიობით და გაქვთ სრული შესაძლებლობა დააბრუნოთ აღებული სესხი დადგენილ ვადებში.
სწრაფი ონლაინ სესხის მიღება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, ზედმეტი პროცედურებისა და საბუთების წარდგენის გარეშე.
განვიხილოთ სიტუაციები, რა შემთხვევაშია სწრაფი სესხის მიღება თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი და პირიქით, რა დროს არ უნდა აიღოთ ასეთი სესხი.
რისთვის ღირს ონლაინ სესხის აღება?
ობიექტურად თუ ვიტყვით, ონლაინ სესხებს იმაზე მეტი უპირატესობა გააჩნიათ ვიდრე ნაკლოვანება, განსაკუთრებით მაშინ არის ონლაინ სესხი მომგებიანი, როდესაც იგი აღებულია საჭირო დროს და საჭირო მიზნობრიობით, როგორიცაა:
მოულოდნელად წარმოქმნილი ხარჯების ანაზღაურება
დაუგეგმავი ხარჯების წარმოშობის დროს, ხშირად ახლობლებისგან ფულის სესხება ვერ ხერხდება და ამ შემთხვევაში საუკეთესო ვარიანტი ონლაინ სესხის აღებაა.
მისი მიღება სწრაფად და მარტივად არის შესაძლებელი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფული მართლაც ძალიან სწრაფად გჭირდებათ.
ჯანმრთელობის გაუარესება
ავადმყოფობის ყველა გზას მაინც ფინანსებამდე მივყავართ. დაველოდოთ როდის იმოქმედებენ თვითნებურად მიღებული მედიკამენტები? ან იქნებ შინაურული მეთოდებით ვიმკურნალოთ?
ეს ურიგო სულაც არ იქნებოდა, თუმცა დრო ნამდვილად არ გვაქვს, სწრაფად ფეხზე დასადგომათ კი მოქმედება და ფულია საჭირო!
ფულის მიღების ყველაზე სწრაფი საშუალება კი კვლავინდებურად სწრაფი ონლაინ სესხის აღებაა.
საკვები და კომუნალური გადასახადები
როდესაც ხელფასის მთლიანი ოდენობა დახარჯულია და გადანახულიც არაფერი გაქვთ, საკვებისა და კომუნალური ხარჯების ანაზღაურებისთვის ონლაინ სესხის აღება ნამდვილად გამართლებულია.
რისთვის არ უნდა აიღოთ ონლაინ სესხი?
არსებობს მიზნები, რომელთა მიღწევაც სწრაფი ონლაინ სესხების აღების გზით არ იქნებოდა რაციონალური.
მობილური ტელეფონის შეძენა – ბუნებრივია ყველას სურს თანამედროვე, ძვირადღირებული მობილური ტელეფონის შეძენა, თუმცა ასეთი ტელეფონის ყიდვა საჭიროებს საკმაოდ დიდ თანხებს.
საკმარისი ფულის არ ქონისას, ბევრი ადამიანი მობილურ ტელეფონს იძენს ონლაინ სესხით, ისე რომ კარგად არ იაზრებს იმ სირთულეებს, რაც ასეთი სესხის აღებას ზდევს თან, კერძოდ დიდი საკომისიოს გადახდის ვალდებულება და სესხის დაბრუნების ვადის სიმცრე. სწორედ ამიტომაც ძვირადღირებული მობილურის შეძენა მცირე შემოსავლებით არ არის გამართლებული.
ავტომობილის შეძენა- შესაძლოა ავტომობილის შესაძენათ საჭირო თანხის მცირე ნაწილი გაკლდებოდეთ და შესაბამისად გადაწყვიტოთ ონლაინ სესხის აღება ამ დანაკლისის შესავსებათ, თუმცა როდესაც ავტომობილის ღირებულების ძირითადი ნაწილის დაფარვა ხდება ონლაინ სესხების აღების მეშვეობით, ამან შესაძლოა ძალიან დიდ ფინანსურ სირთულეებამდე მიგიყვანოთ.
თანხის გასესხება- სხვისი ფინანსური პრობლემების გამო საკუთარი თავის უხერხულ მომენტში ჩაყენება არ არის ამ საკითხის რაციონალური გადაწყვეტა. თუ თქვენ არ შეგწევთ უნარი უკან დააბრუნოთ ონლაინ სესხი, ნუ აიღებთ მას სხვათა თხოვნით, მათი ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად.
სხვა ონლაინ სესხის გადაფარვა – ფინანსური მახე, რასაც ერთი სესხის მეორე სესხით დაფარვა ქვია, საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც.
არასდროს არ დაფაროთ ერთი ონლაინ სესხი სხვა ონლაინ სესხებით, რადგან ამით თქვენ გაიზრდით როგორც ვალდებულებების მოცულობას, ისე კრედიტორთა ოდენობას.
სად შევარჩიოთ საუკეთესო ონლაინ სესხი ?
არსებობს საუკეთესო ონლაინ სესხის შერჩევის სხავდასხავა საშუალება, თუმცა ყველაზე მარტივი და მოსახერხებელია გამოიყენოთ სპეციალური სესხის შედარების საიტები, რომლებზეც ერთ სივრცეშია განთავსებულია ყველა სწრაფი ონლაინ სესხის კომპანია.
ერთ-ერთი ასეთი საიტია www.topsesxi.com, რომელზეც გარდა სწრაფი ონალინ სესხების არჩევანისა, თქვენ საშუალება გაქვთ წაიკითხოთ სხვადასხვა საინტერესო სტატია ფინანსური თემატიკიდან.
ამ საიტზე თქვენ იპოვით ყველა იმ სანდო კომპანიას, რომელიც მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და გასცემს სწრაფ ონლაინ სესხებს, თქვენ შეგეძლებათ საკმაოდ მარტივად ისეთი ონლაინ სესხის არჩევა და აღება, რომელიც თქვენთვის ყველაზე უფრო ხელსაყრელი პირობებით გამოირჩევა.