კიევში 7-13 აპრილს მოსწავლე გოგონათა შორის ევროპის მათემატიკური ოლიმპიადა ჩატარდა. მასში ევროპის 37 ქვეყნის და აგრეთვე ავსტრალიის, აშშ-ის, ეკვადორის, იაპონიის, ისრაელის, ინდოეთის, კანადის, კოსტა-რიკის, მექსიკის, საუდის არაბეთის, პერუს და ჩილეს 196 მოსწავლე გოგონა იღებდა მონაწილეობას.
საქართველოს ნაკრებმა თამარ კორკოტაშვილის, ანა ონოფრიშვილის, ქეთი სულამანიძის და მარიამ ივარდავას შემადგენლობით 88 ქულით მე-11 ადგილი დაიკავა, რაც საქართველოს ოლიმპიადებზე მონაწილეობის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია: 2016 წ – 19 ადგილი; 2017 წ – 22-ე ადგილი; 2018 წ მე-15 ადგილი.
ინდივიდუალურ შეჯიბრში გოგონებმა ასეთი შედეგები აჩვენეს:
ანა ონოფრიშვილმა (30 ქულა, მე-17 ადგ) – ოქროს მედალი;
თამარ კორკოტაშვილი (27 ქ, 24-ე ადგ.) – ვერცხლის მედალი;
მარიამ ივარდავამ (21 ქ, 56-ე ადგ.) – ვერცხლის მედალი;
ქეთი სულამანიძე (10 ქ, 149-ე ადგ.) – საპატიო დიპლომი.
ოთხივე მათგანი კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის მოსწავლეა
გუნდს ხელმძღვანელობდნენ:
ივანე გოქაძე – ქუთაისის შპს N1 სკოლს (გოქაძე) პედაგოგი
დიმიტრი არაბიძე – კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის პედაგოგი
საბა ლეფსვერიძე – კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის 2018 წლის კურსდამთავრებული, მათემატის 2016-18 წლების ოლიმპიადების მონაწილე და ორგზის ვერცხლის მედლის მფლობელი.
აღსანიშნავია, რომ ტურნირის მონაწილეთა შორის კიდევ ერთი ყოფილი კომაროველი – ანა მარია მექერიშვილი იყო. მან ნიდერლადების ნაკრებში იასპარეზა და საპატიო დიპლომი დაიმსახურა.