პაატა კვიჟინაძე ლარის გაუფასურებაზე: საქართველოში არ ვარ

65

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე აცხადებს, რომ საქართველოში არ არის და ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით არაფერი არ იცის.
ასე უპასუხა დეპუტატმა ჩვენს კითხვას, იმაზე თუ რას უკავშირებს, ბოლო დღეებში ლარის კურსის მკვეთრ გაუარესებას და რით დაამშვიდებს საზოგადოებას? – პასუხობს:

"ბოდიშს გიხდით საქართველოში არ ვარ და არ ვიცი არაფერი".

დეპუტატმა "აიპრესის" კითხვა, არ იცის რომ ლარი გაუფასურდა? – უპასუხოდ დატოვა და ტელეფონი გაგვითიშა.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე დღეში ლარის კურსი მკვეთრად დაეცა. მისი კურსი დოლართან მიმართებაში დაახლოებით 2.44 იყო, დღეს კი საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით მისი კურსი დოლართან მიმართებაში თითქმის 2.57 ლარს შეადგენს (უფრო ზუსტად კი 2.5694 ლარია).

Comments
Loading...