"პოლიტიკური პლატფორმა-ახალი საქართველოს" პოლიტიკური მდივანი, პაატა მანჯგალაძე, ხელისუფლების ოპოზიციასთან შესაძლო დიალოგის თაობაზე განცხადებას აკეთებს.
"19 ივლისს, ხელისუფლების შიდა კონსულტაციების შემდეგ, საყოველთაოდ ცნობილი გახდა, რომ მმართველი გუნდი რეალურად არ აპირებს ოპოზიციასთან დიალოგს და მათი განზრახვა მოტივირებულია შემდეგი ფაქტორებით. არ დაუშვას რაიმე რეალური კომპრომისი – დათმობა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში მათ მიერ უკვე მიღწეული ,,შედეგის’’. დასავლელი პარტნიორების თვალში შექმნას კონსტრუქციულობისა და დიალოგის ილუზია და მოამზადოს ნიადაგი კომპრომისის მიუღწევლობასა და დესტრუქციულობაში ოპოზიციური პარტიების დადანაშაულებისათვის. ჩვენი გუნდი გამოთქვამს მზადყოფნას ჩაერთოს.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვის პროცესში პოლიტიკური კონსესუსის მისაღწევად, თუმცა თუ ხელისუფლება მოლაპარაკების დაწყების პირობად აყენებს მხოლოდ 2 მოსმენით მიღებული კონსტიტუციური პროექტის განხილვის შესაძლებლობას, მაშინ მესამე მოსმენის ტექსტის პუნქტუაციური და ორთოგრაფიული რედაქტირების პროცესში მონაწილეობის მიზეზს ვერ ვხედავ", – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.