პეჰშო: აქციზის ზრდა ფასებს გაზრდის,თუმცა ზეწოლა ინფლაციაზე ადვილი სამართავი იქნება

458

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეჰშო მიიჩნევს, რომ ზეწოლა ინფლაციაზე საკმაოდ ადვილად სამართავი იქნება გამომდინარე იქიდან, რომ ამჟამად, ინფლაცია ეროვნული ბანკის სამიზნე მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

„ბუნებრივია, აქციზის გადასახადის ზრდა ფასებსაც გაზრდის, თუმცა ვფიქრობთ, ზეწოლა ინფლაციაზე საკმაოდ ადვილად სამართავი იქნება გამომდინარე იქიდან, რომ ამჟამად, ინფლაცია ეროვნული ბანკის სამიზნე მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამორჩება,“ – განაცხადა ფრანსუა პეჰშომ გადაცემა „ბიზნესკონტაქტთან“ საუბრისას.

„ამდენად, არ ვვარაუდობთ, რომ ინფლაციის დონე პრობლემას შექმნის. აღსანიშნავია ის დადებითი მხარეებიც, რაც თან ახლავს აქციზურ პროდუქციაზე განაკვეთის ზრდასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას. მაგალითად, თამბაქოზე და საწვავზე აქციზის ზრდა, შეამცირებს მოთხოვნას და შესაბამისად, იმპორტსაც. ეს კი საშუალოვადიან პერიოდში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს გააუმჯობესებს, შესაბამისად შემცირდება ზეწოლაც ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე,“ – განაცხადა სსფ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.

Comments
Loading...