პირველ კვარტალში, ევროკავშირში ქართული ექსპორტი 44%-ით გაიზარდა

481

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით ევროკავშირის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარება, რომელსაც ხელი დღეს ევროკომისარ ჰანის ვიზიტის დროს მოეწერა, ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერას ისახავს მიზნად და იგი მიმართული იქნება შესაბამისი ინსტიტუტების გაძლიერებისაკენ.

"მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ქართული ექსპორტი ევროკავშირში 44 %-ით გაიზრდა. ეს არის ზუსტად მაგალითი იმისა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას და ასევე იმ ინსტიტუციურ რეფორმებს, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ.  ეს ინსტიტუციური რეფორმები არა მარტო ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტს უწყობს ხელს, არამედ ჩვენს პროდუქციას საერთაშორისო მასშტაბით ხდის კონკურენტუნარიანს", – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მისი თმით, გამოყოფილი თანხით, ასევე გათვალისწინებულია პროგრამების "ჰორიზონტი 2020"-ისა და "კრეატიული ევროპის" ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ ახალ შესაძლებლობებს უხსნის ქართველ მეცნიერებს, ინოვაციის სფეროში დაინტერესებულ პირებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს.

დღეს ხელი მოეწერა საფინანსო შეთანხმებას, რომლის საფუძველზე ევროკავშირი გამოყოფს 32 მილიონ ევროს ოდენობის დახმარებას ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდასაჭერად, მათ შორის საკანონმდებლო  აპროქსიმაციას, საქართველოს სახელმწიფო უწყებების ინსტიტუციურ გაძლიერებას  და ზოგადად ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას.

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისარის ვიზიტი საგარეო საქმეთა მინისტრმა ტელეკომპანია იმედის ეთერში შეაფასა.

Comments
Loading...