"ჩემთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო კვლევის შედეგები. მაშინ როდესაც თბილისის მერობის კანდიდატად ჯერ არ ვარ დასახელებული და ჩვენს პარტიას არ დაუწყია წინასაარჩევნო შეხვედრები მოსახლეობასთან. კვლევაში მოყვანილი სხვა პარტიები უკვე ოფიციალურად არიან წარდგენილები თვითმმართველობის არჩევნებზე, შესაბამისად ყავთ დასახელებული მერობის კანდიდატებიც და ერთი თვეა ატარებენ წინა საარჩევნო კამპანიას. ყველაფერი წინ გვაქვს და ძალიან მალე, ახალი, სუფთა, ენერგიული, პროფესიონალების გუნდით ჩავერთვებით საარჩევნო პროცესში", – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისივე თქმით "პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს. უახლოეს მომავალში კი დასახელდება პარტიის მერობის კანდიდატიც.