"პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველოს" წევრებმა, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. საქმე ეხება საპენსიო ასაკთან დაკავშირებულ საკანონდმებლო ნორმას. პარტიაში მიიჩნევენ, რომ ქალისა და მამაკაცის შემთხვევაში, საპენსიო ასაკში არსებული განსხვავება, არის დისკრიმინაციული და მოითხოვენ ასაკი გათანაბრდეს და გახდეს 60 წელი.
"დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში, ადვოკატ მარიკა არევაძესთან ერთად შევიტანეთ საკონსტიტუციო სარჩელი. საპენსიო ასაკი ქალისა და მამაკაცის შემთხვევაში უნდა გათანაბრდეს და გახდეს 60 წელი. საპენსიო ასაკში განსხვავება არის დისკრიმინაციული და ეს უნდა გაუქმდეს. პარალელურად ჩვენ შევიტანეთ საკანონდებლო ინიციატივა საქართველოს პარლამენტში. უნდა შევაგროვოთ 30 000 ხელმოწერა იმისთვის, რომ აღნიშნული ინიციატივა დარეგისტრირდეს. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის მხრდიდან არის ძალიან პოზიტიური გამოხმაურება. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ეს დიკრიმინაციული ნორმა გამოსწორდეს", – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ინიცატივა, "ახალი საქართველოს" ქალთა ორგანიზაციას ეკუთვნის.
"ახალი საქართველოს" ქალთა ორგანიზაცია, რამდენიმე თვეა ამ საკითხზე მუშაობს. საკითხი შევისწავლეთ საფუძვლიანად, რომლის შემდეგაც შევიმუშვეთ ინიციატივა და წარვუდგინეთ პარლამენტს. დღეს, შევიტანეთ სარჩელი საკონსტიტცუიო სასამართლოში. მიგვაჩნია, რომ საპენსიო ასაკის შემთხვევაში, ქალისა და მამაკაცის ასაკებს შორის განსხვავება, არის დისკრიმინაციული. ჩვენ აქტიურად ვაგროვებთ ხელმოწერებსაც. ამ საკითს მივიყვანთ ბოლომდე", – განაცხადა თეონა ჭალიძემ.