“პოლიტიკური პლატფორმა-ახალი საქართველო” უფასო სასადილოების მონიტორონგს განგრძობს

391

"პოლიტიკური პლატფორმა-ახალი საქართველო" უფასო სასადილოების მონიტორონგს განგრძობს. პარტიის სოციალური სამახურისა და ანტოკორუფციული ჯგუფის  წევრები, დღეს ლილოს დასახლებაში მდებარე სასადილოში იმყოფეოდნენ და ვითარებას ადგილზე  გაეცნენ.

არსებულ პრობლემებზე ადგილობრივმა ბენეფიციარება ისაუბრეს. მათი თქმით საჭმელი, რომელიც სასადილოში მზადდება საკვებად უვარგისია და ხშირ შემთხვევაში მათ მხოლოდ პური მიაქვთ სახლში.

"ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ კიდევ ერთხელ მიმართა პროკურატურას და გამოძიების დაჩქარებისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, მერიამ დაუყოვნელივ უნდა შეაჩეროს ტენდერი არსებულ კომპანიებთან და რეალური ფასებითა და შესაბამისი მოთხოვნებით, გამოაცხადოს ახალი ტენდერი.

"ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე.ნახეთ რა გაუბედურებულია ხალხი და რა მდგომარეობაშია.პურიც კი რომელსაც არიგებენ არის მჟავე.აი ამ ფულის ჭამა,8 მლნ წელიწადში,რასაც ეს უნამუსოები აკეთებენ,არ შერჩება არც ერთს. აღარაფერს ვამბობ გაბერილ სიებზე და იმაზე რომ იპარავენ ფულს.მინდა კიდევ ერთხელ მივმართო პროკურატურას,საქმე არის თქვენთან,ჩვენ გვქონდა შეხვედრა,ამას სჭირდება დაუყონებლივ რეაგირება"-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

როგორც პარტიაში განმარტავენ ოფიციალური მონაცემებით, ჭირნახულის ქუჩაზე არსებული სასადილოთი 850 ადამიანი საგებლობს, თუმცა  მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ ნახევარიც კი არ დადის სასადილოში, ყოველდღიურად.

როგორც ბენეფიციარებმა განმარტეს, მათ არაერთხელ გამოთქვეს უკმაყოფილება საკვების ხარისხთან დაკავშირებით, რის შემდეგაც მათ სასადილოს მენეჯერი, ეკა გალდავა მომსახურების შეჩერებით დაემუქრა.

Comments
Loading...