პრემიერი: “ბარკლეიზი” ჩვენი ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდა

403

"ჩვენი სივრცითი განვითარების გეგმით და ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესება გამოთქვა, მსოფლიოს ყველაზე მსხვილმა საინვესტიციო ბანკმა ბარკლეიზმა", – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორიგ კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე აშშ-ში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, "ბარკლეიზ" (Barclays) ბანკმა საჯარო და კერძო დაფინანსების სექტორში ჩართვის ინტერესი გამოთქვა.

"ჩვენ რა თქმა უნდა ამას მივესალმებით. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია და სწორად არის სტრუქტურირებული ეს რეფორმა და განვითარების გეგმა", – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

Comments
Loading...