პრემიერი: ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე ეკონომიკური კომპონენტის პრიორიტეტულობა ყველაზე მნიშვნელოვანია

53

"რა უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენ კიდევ უფრო მივუახლოვდეთ ევროკავშირს, რა მოლოდინები გაქვთ. შეაფასეთ საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ამ კუთხით", – ამ კითხვით მიმართა პრემიერ მამუკა ბახტაძეს "აიპრესის" ჟურნალისტმა ანგელა მერკელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

"ჩვენ ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე და რა თქმა უნდა, ვიზალიბერალიზაცია გახლავთ ამის ძალიან კარგი მაგალითი. ჩვენ ვიქნებით კიდევ უფრო მეტად აქტიურები იმისთვის რომ გავატაროთ მეტი რეფორმა, იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა კიდევ უფრო გაიზარდოს.

ძალიან მნიშვნელოვანია ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, რომ ჩვენ ის ეკონომიკური კომპონენტი გვქონდეს ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტად. სწორედ ამიტომ გახლავთ, რომ ჩვენ ასე დიდი როლს ვანიჭებთ ჩვენ ეკონომიკურ რეფორმებს და რეფორმებს, რომელიც ჩვენ გვექნება განათლების სექტორში, სადაც გერმანია ძალიან დიდ მხარდაჭერას გვიკეთებს", – განაცხადა პრემიერმა.

Comments
Loading...