პრემიერი: ელექტროგადამცემი ქსელების განვითარებაში 735 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩაიდება

466

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, დღეს მთავრობის სხდომაზე ენერგეტიკის სამინისტროს დასამტკიცებლად გამოაქვს პროექტი, რომელიც ელექტრო გადამცემი ქსელების განვითარების 10 წლიან გეგმას ეხება.

“შემდეგი საკითხი შეეხება ელექტროგადამცემი ქსელების განვითარების 10 წლიან გეგმას, რომელიც ენერგეტიკის სამინისტროს გამოაქვს დასამტკიცებლად. ეს არის 2017-2027 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს გადამცემი ქსელების სისტემის ძალიან მნიშვნელოვან მოდერნიზებას.

ეს გახლავთ 735 მილიონი ევროს ინვესტიცია ამ წლების განმავლობაში საერთაშორისო საფნინანსო ინსტიტუტების მონაწილეობით, ეს გახლავთ ევრობანკი, მსოფლიო ბანკი და ვფიქრობთ, ამ ინვესტიციების შემდეგ შესაძლებელი გახდება საქართველოს ენერგო სისტემის ეფექტურობის გაზრდა, ექსპორტისა და იმპორტის ტექნიკური გაუმჯობესება, რაც საქართველოს ინტეგრირებას რეგიონულ ქსელებში გააუმჯობესებს.

ეს პროექტი მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისითაც, რათა საქართელოში გენერაციის ობიექტებისთვის მოსაზიდი ინვესტიციები წავახალისოთ”,- აღნიშნა პრემიერმა.

Comments
Loading...