საქართველოს პრემიერიმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ერთჯერადი ლარიზაციის სქემა 17 იანვარს ამოქმედდება. მისივე თქმით, ეს პროცესი დოლარზე დამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად.
“მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშავა სესხების ლარიზაციის გეგმა. ჩვენ ვიწყებთ ამ გეგმის განხორციელებას 2017 წლის იანვრიდან. ერთჯერადი ლარიზაციის სქემა 17 იანვრიდან ამოქმედდება ამიტომ დღეს ფინანსტა მინისტრს გამოაქვს დასამტკიცებლად ეს კონკრეტული დეტალები.
ეს არის ძალიან სწორი პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი მოსახლეობისა და საფინანსო სექტორის დამოკიდებულების თანდათანობით შემცირებას დოლარზე”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.