პრემიერი: პირველი კვარტლის მონაცემებით, ღვინის ექსპორტში 85%-იანი ზრდა გვაქვს

408

დადებითად აფასებს საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი 2017 წლის ეკონომიკურ მდგომარეობას. კერძოდ, მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე ღვინის ექპორტზე ისაუბრა და განმარტა, რომ წინა წელთან შედარებით მაჩვენებლები საგრძნობლად არის გაზრდილი.

"ჩვენ გვაქვს ღვინის ექსპორტის ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებლები. ეს წელი საკმაოდ დადებითი სტატისტიკური მაჩვენებლებით დავიწყეთ. თითქმის 5%-იანი ეკონომიკური ზრდა პირველ კვარტალში. პირველი კვარტლის მონაცემებით გვაქვს 85%-იანი ზრდა ღვინის ექპსორტში. ეს არის ბოთლების მიხედვით, ანუ რაოდენობრივი მაჩვენებლით 14 200 000 ბოთლის ექპორტი განხორცეილდა.

განსაკუთრებით გვახარებს, რომ ბაზრებზე დივერსიფიკაცია იზრდება ეს არის არა მხოლოდ საქართველოს სამეზობლოში არსებული ქვეყნები, არამედ ევროკავშირისა და ჩინეთის ბაზარი, რომელიც ძალიან მზარდია. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის უდიდეს მნიშვნელობას საქართველოსთვის",- აღნიშნა პრემიერმა.

მან აქვე სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

Comments
Loading...