მიზანი გვაქვს რომ ქუთაისიდან საქართველოს ნებისმიერ წერტილში 2 საათში მოვხვდეთ. ეს იქნება მთის თუ ზღვის კურორტები ახლად აშენებული ამბროლაურის აეროპორტი , მესტიის აეროპორტი თუ თელავის აეროპორტი",- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რკინგზის სადგურის პროექტის პრეზენტაციის დროს განაცხადა.
მისი თქმით, დაგეგმილია ავტო მაგისტრალების მშენებლობა, რომლის საშუალებითაც მოქალაქეები და ტურისტები ქუთაისიდან ქვეყნის ნებისმიერ წერტილში 2 საათში მოხვდებიან.
"დაგეგმილი გვაქვს სხვა მცირე აეროპორტების მშენებლობა დაწყებულია პროექტირება სამხრეთ საქართველოში. ასევე დაწყებული გვაქვს მასშტაბური პროექტები, როგორიცაა რიკოთის მონაკვეთის საავტომობილო მაგისტრალი, რომელიც ორიოდე წელიწადში დასრულდება და შესაძლებელი იქნება 2 საათში თბილისიდან ჩამოვიდეთ აქ კომფორტაბელური საავტომობილო გზით. მაგრამ დღეს ჩვენ ვხსნით ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, ეს არის რკინიგზის და აეროპორტის ერთობლივი ფუნქციონირების პროექტი. ქუთაისი ხდება ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული ლოგისტიკური სატრანსპორტო ცენტრი.
ამ პროექტის შედეგად საქართველოს ყველა წერტილი ქუთაისს სულ 2 საათის მგზავრობის მანძილით დაუკავშირდება. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ცენტრი. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა, რომელიც დაწყებულია და ეს არის თითქმის მილიარდიანი პროექტი თბილისის მაღალტექნოლოგიურ ცენტრთან ერთად. ეს იქნება ერთანი კომპლექსი საერთაშორისო საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც სრულიად ახალ იმპულსს შესძენს ქუთაისს",- აღნიშნა კვირიკაშვილმა.