საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა ორიენტირებულია სწრაფ ეკონომიკურ განვითარებასა და ფისკალურ მდგრადობაზე.
„გუშინ პარლამენტმა მთავრობის მიერ შემუშავებული საქართველოს 2017 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც გახლავთ ფისკალურ მდგრადობაზე სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაზე და სრწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტიურებული ბიუჯეტი.
მოგეხსენებათ, რამხელა განსჯა მიმდინარეობს დღეს ჩვენს ქვეყანაში ჩვენ მიერ წარმოდგენილი განვითარების გეგმის, ქვეყნის ბიუჯეტის, რომელიც პირდაპირ ასახავს იმ მიზნებსა და ნაბიჯებს, რომელსაც ვდგამთ“,- აღნიშნა პრემიერმა.