პუტინი ტრამპს: ნავთობის ფასების ზრდაში დამნაშავეს თუ ეძებთ, სარკეში ჩაიხედეთ

52

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ურჩევდა, მსოფლიოში ნავთობზე ფასის მომატებაში დამნაშავის ძებნისას სარკეში ჩაიხედოს.

პუტინის თქმით, მას ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა ტრამპთან ჰელსინკში. ამასთან, პუტინი აგრეთვე აღნიშნავს, რომ მათ საუბარი ენერგორესურსების ფასების შესახებაც ჰქონოდათ, ტრამპს ამას ეტყოდა:

“თუ გინდათ, რომ ნავთობზე ფასის მომატებაში დამნაშავე იხილოთ, მაშინ სარკეში უნდა ჩაიხედოთ.”

რუსეთის პრეზიდენტმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ნავთობზე ფასების დარეგულირების მცდელობა კარგ შედეგამდე ნამდვილად არ მივა.

1 ოქტომბერს Brent-ის მარკის ნავთობზე ფასი ბარელზე 85 აშშ დოლარს გასცდა, რაც ბოლო ამავე მარკის ნავთობის შემთხვევაში 2014 წლის 3 ნოემბერს დაფიქსირდა. WTI-ს ნავთობის ფიუჩერსების ფასი კი თითქმის 3%-ით გაიზარდა და ბარელზე 75,4 აშშ დოლარი შეადგინა.

ანალიტიკოსების მოსაზრებით, ფასების მატების ძირითადი მიზეზი აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული სანქციების შედეგად ირანიდან ნავთობის ექსპორტის შემცირება გახდა.

Comments
Loading...