პუტინი: ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა იმისა, რომ გაზის ტრანზიტს უკრაინის გავლითაც შევინარჩუნებთ

49

სერბეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ გამოსვლაზე, რომელიც ბელგრადში შედგა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ევროპაში გაზის მიწოდების პერსპექტივების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, გასულ წელს, მიწოდებული გაზის მოცულობამ რეკორდული 200 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, რაც, როგორც პუტინმა აღნიშნა, გაიზრდება.

“იმის გათვალისწინებით, რომ ევროპაში გაზის მიწოდების მოცულობას ვზრდით, ჩვენ არამხოლოდ “ჩრდილოეთ დინებასა” და “თურქეთის დინებას” შევავსებთ. ასევე ნარჩუნდება შესაძლებლობა იმისა, რომ უკრაინის გავლითაც შევინარჩუნებთ ტრანზიტს”, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა აგრეთვე განაცხადა, რომ ქვეყანას საკმარისი რესურსი აქვს, რათა გააგრძელოს “თურქეთის დინების” რეალიზაცია ევროპის დაინტერესებულ ქვეყნებში.

“საჭიროა ყველაფერი შესაბამისს ფორმებში გაფორმდეს. ჩვენ მზად ვართ. აქ საერთოდ არანაირი პრობლემა არ არის”, – აცხადებს პუტინი.

რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სერბეთთან ამ ეტაპზე მიდის მუშაობა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

“ჩვენ მზად ვართ, ჩავდოთ ამაში საჭირო რესურსები, რაც დაახლოებით 1,4 მილიარდი აშშ დოლარია”, – აცხადებს პუტინი.

სერბეთის პრეზიდენტმა კი თავის მხრივ განაცხადა, რომ მას ხელს აძლევს აღნიშნული საფასური და რომ რუსული გაზი საუკეთესოა.

Comments
Loading...