რა ღონისძიებების განხორციელებას გეგმავს წამყვანი სამთო-მოპოვებითი კომპანია? – RMG-მ გარემოსდაცვითი პროგრამის პრეზენტაცია გამართა

661

კომპანია RMG-მ გარემოსდაცვითი პროგრამის პრეზენტაცია გამართა. კომპანიაში პროგრამაზე მუშაობა 2016 წლიდან დაიწყო. დღეს აღნიშნული პრეზენტაცია შედგა სასტუმრო rooms-ში და ის სამთო-მოპოვებით დარგში გარემოსდაცვითი საკითხების საკონსულტაციო საერთაშორისო კომპანიის Golder Associates-ის წარმომადგენელმა, საიმონ ოლდრიჩმა წარადგინა. აღსანიშნავია, რომ თავად Golder Associates-ის წარმომადგენელი საიმონ ოლდრიჩი, იმავდროულად, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ხელმეორედ, 4 წლის ვადით, არჩეულია გარემოზე ზემოქმედების დამოუკიდებელ შემფასებლად.

პრეზენტაციას სამთო-მოპოვებითი დარგის სპეციალისტები, გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების, გარემოს დაცვის სამინიტროს, ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის და სხვა უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც ჟურნალისტებს კომპანია RMG-ს სტრატეგიული განვითარების დირექტორმა, სანდრო ხიზანიშვილმა განუცხადა, პროგრამაზე მუშაობა Golder Associates-ის წარმომადგენლებთან ერთად ხორციელდებოდა. პროგრამა ითვალისწინებს სამოქმედო გეგმას, რომლის მიხედვითაც 100-ზე მეტი ღონისძიება იქნება განსახორციელებელი.

„უპირველეს ყოვლისა, ეს პროგრამა მიმართულია წიაღისეულის მოპოვების პროცესში გარემოზე მიყენებული ზიანის მინიმუმამდე დაყვანისკენ. ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში ვმუშაობდით და ეს ხორციელდებოდა საერთაშორისოდ აღიარებულ კომპანიასთან – “Golder Associates”-თან ერთად. პროგრამა შევიმუშავეთ, რათა გასწორდეს ათწლეულების მანძილზე დაგროვილი პრობლემები და სამომავლო გამოწვევებსაც სისტემურად გავუმკლავდეთ. პროგრამა არის ძალიან მოცულობითი, ზოგიერთ დეტალზე სამუშაოები კვალავაც მიმდინარეობს. ეს კომპანიისგან მოითხოვს დიდ ფინანსურ ძალისხმევას და ეს იქნება არა ერთი მილიონი ლარი. მოქმედი მენეჯმენტის მხრიდან განხორციელდება გაცილებით დიდი მოცულობის ინვესტიცია. ღონისძიებები, რომელთა განხორციელებას ჩვენ ვაპირებთ, შეეხება ძალიან ბევრ მიმართულებას. მათ შორის იქნება წყლის, ჰაერის მართვა, ასევე სანაყაროების მართვა და სხვა. აქცენტი ყველა მიმართულებით იქნება გაკეთებული“, -განაცხადა სანდრო ხიზანიშვილმა.

Golder Associates-ის წარმომადგენელმა, საიმონ ოლდრიჩმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ RMG-ს პროგრამაში ჩადებულია ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება.

„ჩვენი სურვილია, რომ გამოვლენილი პრობლემები სრულად აღმოიფხვრას. RMG-ს პრიორიტეტია გარემოს დაცვითი მართვის გაძლიერება. ჩვენი მიზანია, მინიმუმამდე დავიყვანოთ ყველა გარემოსდაცვითი რისკი და დავსახოთ სწორი ღონისძიებები. ასევე მნიშვნელოვანია საინვესტიციო ხარჯების და გარკვეული ტექნიკურ დავალებების ზუსტი დადგენა. ჩვენი ჯგუფი, RMG-ის შესაბამის თანამშრომლებთან ერთად ეფექტურდ და კარგ საპროექტო გადაწყვეტილებებს მიიღებს“.

საიმონ ოლდრიჩმა პრეზენტაციაზე პროგრამის ფარგლებში გარემოსდაცვითი მიმართულებით შემუშავებული ღონისძიებების ილუსტრაციული მატრიცებიც წარმოადგინა.

“RMG-ს პროგრამაში გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი პრიორიტეტი. მისი განხორციელებისას მოხდება მონაცემების გაცვლა, უკუკავშირი, რათა შედეგი იყოს ეფექტური და სტაბილური“ – განაცხადა საიმონ ოლდრიჩმა.

Comments
Loading...