რიკოთის საუღელტეხილო გზის უბისა-შორაპანის მშენებლობით 8 კომპანია დაინტერესდა. ამის შესახებ ინფორმაციას „მაესტრო“ ავრცელებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დაიწყება შემოთავაზებული წინადადებების განხილვა და დონორ ორგანიზაციასთან კონსულტაციით გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება.
გამარჯვებულმა კომპანიამ უბისა-შორაპანის მონაკვეთზე ცემენტ-ბეტონის 4-ზოლიანი 13-კილომეტრიანი გზა უნდა ააშენოს, რომელიც 27 ხიდისა და 18 გვირაბის მშენებლობასაც მოიცავს.
სამშენებლო სამუშაოებს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. აღნიშნული პროექტი სირთულისა და სამუშაოების მასშტაბით უპეცენდენტოა საქართველოში.
რიკოთის უღელტეხილზე დაგეგმილია სულ 52-კილომეტრიანი გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. პროექტის განხორციელების სავარაუდო პერიოდი 2018-2021 წლებია.