ჯვრის უღელტეხილთან მდებარე მოზაიკებიანი მშვიდობის მონუმენტისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტი უკვე მზად არის. პროექტის შესახებ ინფორმაცია IDAAF-ის ვებგვერდზეა განთავსებული. რეაბილიტაციის პროექტზე იდააფ არქიტექტორებმა და Saxon Management Services -მა ერთად იმუშავეს.
მონუმენტის მიმდებარედ დაგეგმარდა კომფორტული და შშმ პირებისთვის ადაპტირებული გზა ქვეითებისთვის, რომელიც პარკინგიდან მონუმენტს უკავშირდება. ამასთან გენგეგმაზე განთავსდა შენობა და მოდერნიზებული რეკრეაციული ზონა.