რომის მახლობლად სახლები 1 ევროდ იყიდება

34

იტალიის სხვადასხვა რეგიონებში, მაცხოვრებლებისაგან დაცლილი სოფლების შევსების მიზნით, სახლები 1 ევროდ იყიდება. ამის შესახებ CNN წერს.

რომის რეგიონის პირველი დასახლება, რომელიც ამ აქციას შეუერთდა პატარა ქალაქი მაენცაა. ისტორიული ადგილი, დედაქალაქის სამხრეთით მდებარეობს, სადაც ოდესღაც მწყემსები და ცეცხლის ტომები ცხოვრობდნენ. აქ ათობით მიტოვებული ქვის საცხოვრებელია.

ქალაქის მერი კლაუდიო სპერდუტი აცხადებს, რომ იგი ქალაქის აღორძინების ამბიციურ პროექტს იწყებს. მისი თქმით, პროექტის მთავარი მიზანია ყველა მიტოვებულ სახლში ახალი მაცხოვრებლები განათავსოს.

“ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით. მე­სა­კუთ­რე ოჯა­ხე­ბი გვი­კავ­შირ­დე­ბი­ან და უფ­ლე­ბას გვაძ­ლე­ვენ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლურ ბა­ზა­ში გან­ვა­თავ­სოთ, რათა ყვე­ლა­ფე­რი წა­რი­მარ­თოს გამჭვირ­ვა­ლედ”, – ამბობს სპერდუტი CNN-თან ინტერვიუში.

ქალაქის მერია იმედოვნებს, რომ 100-მდე მიტოვებულ სახლს ახალ სიცოცხლეს შესძენს.

მყიდ­ვე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია შე­ძე­ნი­ლი სახ­ლი სამ წელ­ზე ნაკ­ლებ პე­რი­ოდ­ში გა­ნა­ახ­ლოს. ამასთან უზრუნველყოფის გარანტიის სახით ანა­ბარ­ზე უნდა ჰქონ­დეს 5000 ევ­რო, რო­მე­ლიც სახ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ უკან­ვე და­უბ­რუნ­დე­ბა.

იტალიაში ერთ ევროდ სახლის შეძენას კომუნა პრატოლა-პელინიაში, აბრუცოს რეგიონშიც შეძლებთ. უძრავ ქონებაზე ასეთ დაბალ ფასს ადგილობრივი ადმინისტრაცია იმით ხნის, რომ ტერიტორია იცლება. ახლა აქ 600-მდე ცარიელი სახლია.

Comments
Loading...