რუსეთში დაიწყო სტრატეგიული სამეთაურო-საშტაბო სწავლება (SKSHU) “ვოსტოკ-2022”, რომელშიც მონაწილეობს 50 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, ასევე 5000-ზე მეტი იარაღი და სამხედრო ტექნიკა. როგორც რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, საუბარია “თავდაცვითი და შეტევითი მოქმედებების შემუშავებაზე” აღმოსავლეთ სამხედრო ოლქის შვიდ საწვრთნელ მოედანზე, ასევე წყლებსა და სანაპირო ზონებში. მანევრებში მონაწილეობს 140 თვითმფრინავი, 60 საბრძოლო ხომალდი, კატარღა და დამხმარე გემები.
წყნარი ოკეანის ფლოტის გემებმა უკვე დაიწყეს განლაგება ზღვაზე. სრულდება იაპონიის ზღვასა და კამჩატკას ნახევარკუნძულის აღმოსავლეთით საზენიტო და წყალქვეშა თავდაცვის ორგანიზების ამოცანები.
იაპონიის ზღვის წყლებში, წყნარი ოკეანის ფლოტისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზღვაო ძალების დაჯგუფებები განახორციელებენ ერთობლივ პრაქტიკულ მოქმედებებს საზღვაო ზოლებისა და საზღვაო ეკონომიკური საქმიანობის სფეროების დასაცავად და სახმელეთო ძალების დასახმარებლად.
გარდა ამისა, ისინი ვარჯიშობენ მტრის გემების ჯგუფების ძალების დამარცხებაში შორეული აღმოსავლეთის კუნძულის ზონაში და კამჩატკის ნახევარკუნძულთან სარაკეტო და საარტილერიო სროლაში.
წვრთნებს აკვირდებიან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO), შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) და სხვა პარტნიორი ქვეყნების ექსპერტები, მათ შორის აზერბაიჯანი, ბელარუსი, ინდოეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი და ტაჯიკეთი. როგორც სააგენტო dpa აღნიშნავს, ჩინეთისა და ინდოეთის მონაწილეობამ დასავლეთის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.
მანევრები 7 სექტემბრამდე გაგრძელდება.