რუსეთში პროგნოზირებენ, რომ ქვეყნის კინოთეატრების ნახევარი მაისის შუა რიცხვებისთვის დაიხურება

17

რუსეთში კინოთეატრების ნახევარი მაისის შუა რიცხვებისთვის დაიხურება. ასეთ პროგნოზს Mirage Cinema-ს ქსელის გენერალური დირექტორი ვიქტორ რუდმანი აკეთებს – მისმა კომპანიამ უკვე დაკარგა ერთი კინოთეატრი პეტერბურგში.

“მხოლოდ ჰოლივუდურ ფილმებს შეუძლია გადაარჩინოს ინდუსტრია, ხოლო ეს ფილმები აღარ არის”, – თქვა რუდმანმა.

მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი მიიჩნევს, რომ ჰოლივუდის სტუდიების მხრიდან “გაუქმების” შედეგები უფრო მძიმე იქნება და დაიხურება არა ნახევარი, არამედ ყველა რუსული კინოთეატრის 70-80%.

“მოდით, ვიყოთ გულახდილები: ბლოკბასტერების გამო დანაკლისის 75-80%-ს შიდა ფილმები უბრალოდ ვერ დაფარავს. აქედან გამომდინარე, დარბაზის ნაწილი უკვე დაკარგულია, მეორე კი შესაძლოა უახლოეს მომავალში დახურვის პირას აღმოჩნდეს”, – აღნიშნა მსახიობმა.

ამ სიტუაციაში, აგრესორი ქვეყნის ხელისუფლებას ჯერ არ გამოუცხადებია ინდუსტრიის მხარდაჭერის მკაფიო ზომები.

Comments
Loading...