რუსეთში სიგარეტის ბაზარი უახლოეს 5 წელში დაეცემა

190

2022 წლისთვის, 2017 წელთან შედარებით, სიგარეტის ბაზარი რუსეთში 30%-ით შემცირდება.

ჯამში გაიყიდება 182 მილიარდი შეკვრა. ფულის თვალსაზრისით, სიგარეტის გაყიდვები 11%-ით შემცირდება, ხოლო მოგება 1,39 ტრილიონ რუბლს შეადგენს. ამის შესახებ Euromonitor International-ის ანგარიშშია ნათქვამი, სადაც გაანალიზებულია რუსული თამბაქოს ბაზარი.

წინა ანგარიშში 2021 წლისთვის,  ანალიტიკოსები თამბაქოს გაყიდვის შემცირებას 227,4 მილიარდ შეკვრამდე ვარაუდობდნენ, ხოლო ფულის თვალსაზრისით 4.8%-იან ზრდას, 1.5 ტრილიონ რუბლს ვარაუდობდნენ.

Comments
Loading...