“რუსნეფტი” “ვითიბი ბანკის” კრედიტისთვის 191 მილიონ აშშ დოლარს გადაიხდის

54

“რუსნეფტი” 2019 წელს, რუსული “ვითიბი ბანკისთვის” 191 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის კრედიტის დაფარვას აპირებს. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელი ევგენი ტოლოჩეკი აცხადებს.

მისი თქმით, აღნიშნული თანხიდან 91 მილიონი აშშ დოლარით ძირითადი თანხა დაიფარება, ხოლო დანარჩენი პროცენტია.

2013 წელს, „ვითიბი კაპიტალმა“ სანავთობო კომპანიისთვის პრო არაგანახლებადი საკრედიტო ხაზი გახსნა, რომელთა საერთო მოცულობა 1,69 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. პირველი შეთანხმება ხუთ წელზე გაიწერა და 690 მილიონ აშშ დოლარს გულისხმობს, ხოლო მეორე – 1 მილიარდ აშშ დოლარს.

2018 წლის მიწურულისთვის კი, აღებული თანხის მოცულობამ 1,263 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. კრედიტის დაფარვის თარიღი ორჯერ იქნა გადატანილი – თავიდან 2023 წლისთვის, ხოლო მეორედ – 2026 წლისთვის.

“რუსნეფტი” ბიზნესმენ მიხაილ გუცერიევს ეკუთვნის. იგი Forbes-ის გლობალურ რეიტინგში 422-ე ადგილს იკავებს და მისი ქონება 4,8 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული.

Comments
Loading...