საგარეჯოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს 19 აპრილს გაზმომარაგება შეუწყდება

169

მიმდინარე წლის 19 აპრილის დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე საგარეჯოს მუნიციპალიტეტში კერძოდ, შემდეგი სოფლების გიორგიწმინდას, დიდი ჩაილურის, ვერხვიანის, თოხლიაურის, კაკაბეთის, მანავის, პატარა ჩაილურისა და ყანდაურას მაცხოვრებლებს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას "სოკარ ჯორჯია გაზი" ავრცელებს.

აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები გახდა. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 19 აპრილის 18:00  საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ "სოკარ ჯორჯია გაზი"-ს ცხელ  ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge.

Comments
Loading...