საერთაშორისო კონფერენცია გიორგი ვაშაძემ გახსნა

404

თანამედროვე მიღწევები ბლოკჩეინ ინდუსტრიაში. კიევი ფართომასშტაბიან კონფერენციას მასპინძლობს. ღონისძიებას 500 ზე მეტი სტუმარი და მსოფლიოს 10 ქვეყნიდან 40 -მდე ექსპერტ-მომხსენებელი ესწრება. მოწვეულ სტუმრებს შორის არიან საბანკო, საფინანსო, IT ინდუსტრიასა და საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები, საფინანსო და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან გლობალური ტენდენციებით.

საერთაშორისო კონფერენცია გიორგი ვაშაძის გამოსვლით დაიწყო. "ინოვაციებისა და განვითარების ფონდის" დამფუძნებელმა, შეკრებილებს სიტყვით მიმართა და მათ გამოცდილება გაუზიარა. ესაუბრა იმ მიღწევებსა და პროექტებზე, რაც ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მიმართულებით აქვს განხორციელებული.

"ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვა საშუალებას მოგვცემს დავამარცხოთ ბიუროკრატია, სრულად შევცვალოთ საგადასახადო სისტემა, აღმოვფხვრათ კორუფცია. ბლოკჩეინი არის ახალი გალაქტიკა ბიზნესის განვითარებისთვის, ახალი მეგა-ქალაქების მშენებლობის საწინდარი. ამ რევოლუციური სისტემით, ბევრი სახელმწიფო უწყებისა თუ სტრუქტურის ფუნქციაც კი შეიცვლება", – განაცხადა ვაშაძემ.

"ინოვაციებისა და განვითარების ფონდის" დამფუძნებლის განცხადებით, თანამედროვე სამყაროში, დიდი გამოწვევა კიბერ-უსაფრთხოება. ვაშაძემ გაიხსენა, ბოლო რამდენიმე წლის მაგალითი, როდესაც ამერიკის, საფრანგეთის, გერმანის, უკრაინის, საქართველოსა თუ სხვა ქვეყნების სახელმწიფო სტრუქტურებზე განხორციელდა კიბერ-შეტევა.  ვაშაძის თქმით, ბლოკჩეინი არის გადაწყვეტა მსგავსი პრობლემების, აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვა საშუალებას მოგვცემს გავუმკლავდეთ მსგავს გამოწვევებს.

Comments
Loading...