სავაჭრო ცენტრი “თერგის” მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობა “ჯიპიაი ჰოლდინგშია” დაზღვეული

266

თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრი "თერგი", რომელიც გასულ ღამეს ძლიერი ხანძრის შედეგად დაზიანდა, "ჯიპიაი ჰოლდინგში" როგორც ქონების, ისე მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისებითაა დაზღვეული. 

გარდა ამისა, ჯიპიაის მცირე მეწარმეთა დაზღვევის პოლისით სარგებლობდა რამდენიმე სავაჭრო ობიექტი.  ამ დროისთვის კომპანიაში  შემოსულია სამი ობიექტის განაცხადი, რომელთა ქონების საერთო სადაზღვევო ღირებულება 3 მილიონ ლარამდეა.

გასულ წელს ბავშვთა სამყაროში მომხდარი ხანძრის შედეგად, ჯიპიაიმ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისათვის, დაიწყო პროექტი, რომელიც ბიზნესის დაზღვევის 50%-ან თანადაფინასებას გულისხმობდა. სწორედ ამ პროექტის ფარგლებშია დაზღვეული ის რამდენიმე ობიექტი, რომელთა ზარალის დარეგულირებაც უკვე დაწყებულია.

ჯიპიაი ჰოლდინგის ზარალების მართვის განყოფილება საგანგებო რეჟიმში მუშაობს. შემთხვევის ადგილზე უკვე მობილიზებულები არიან კომპანიის წარმოამდგენლები, რათა მოხდეს ზარალის დროული შეფასება და  დარეგულირება.

Comments
Loading...