სამთო კურორტების მე-3 კონფერენცია – ინოვაციური სტრატეგიები სამთო ტურიზმის განვითარებისათვის

540

4 დან 7 აპრილის ჩათვლით საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს.  მასშტაბური ღონისძიებას ორგანიზებას  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და მთის კურორტების განვიტარების კომპანია  უწევს.

ევროპისა და აზიის მთის კურორტების მე-3 კონფერენციას – "ინოვაციური სტრატეგიები სამთო ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის", – 300-მდე დელეგატი დაესწრება,  მათ შორის, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი.

სამთო კურორტების ევრო-აზიური კონფერენციის წინა ორი გამოცემის მსგავსად, აღნიშნული კონფერენცია მიზნად ისახავს მიმოიხილოს მთის კურორტები უფრო ფართო ფორმატით და მოიცავს სამ მნიშვნელოვან თემას: 1.მდგრადი განვითარება და დაგეგმვა, 2.ინვესტიციები და სტიმულირება 3. ოპერაციული საკითხები.

სამთო მიმართულებებზე მთელი წლის განმავლობაში  ვიზიტორები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან ახალი და მრავალფეროვანი თავგადასავლებით. ეს ახალი მარკეტინგული სეგმენტი მოიცავს  ტურისტულ პროდუქტებს, რომელიც  კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტირებულ გარემოს ქმნის. ასევე გულისმობს ზამთრის პერიდიოდის გარდა სამთო ტურისტული სეზონის გაზრდას მთელი წლით. ეს წარმოადგენს შესანიშნავ შესაძლებლობას, რომ შევქმნათ ახალი სტრატეგიული მიდგომა მთის ტურიზმის შესახებ. 

• აღნიშნული კონფერენცია კიდევ ერთხელ ავლენს სამთო მიმართულებებზე  არსებულ ეკოლოგიურ, საბაზრო და სტრუქტურულ გამოწვევებს და შეისწავლის ადგილობრივი საზოგადოებისათვის ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად გაზრდის  შესაძლებლობებს, რაც შესაძლებელი იქნება სამთო ტურიზმის მდგრადი განვითარებისა და მართვის მეშვეობით.

• კონფერენციაზე  განხილული იქნება "სამთო ტურიზმის კულტურის" შემუშავების საჭიროება, რაც მნიშვნელოვანია სამთო ტურიზმში საქმიანობის სტიმულირებისა და ინვესტირებისათვის.

• ვინაიდან 2017 წელს ტურიზმის მდგრადი განვითარების წელი აღინიშნება,  ეს თემა აუცილებლად იქნება ასახული სხვადასხვა სესიებზე.

კონფერენციის პროგრამა:

სამშაბათი, 4 აპრილი 2017:

  • 15.00 – გიორგი ჩოგოვაძისა და ტალიბ რიფაის შეხვედრა სასტუმრო "ბილტმორში";
  • 17.00 სთ. – "ეთიკის კოდექსის" ხელმოწერა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასა და ქართული კერძო სექტორის წარმოამდგენლებს შორის – სასტუმრო "რუმსი".

ოთხშაბათი, 5 აპრილი 2017 სასტუმრო "ბილტმორი":

  • 08:00-17:00 მონაწილეთა რეგისტრაცია;
  • 9:30-10:00 გახსნის ცერემონია;
  • მისასალმებელი სიტყვა: ბატონი გიორგი კვირიკაშვილი – საქართველოს პრემიერმინისტრი, ბატონი გიორგი გახარია – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;
  • გახსნის სიტყვა: ბატონი ტალებ რიფაი – მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი;
  • მისალოცი სიტყვა: ჰიო იონ ვუკ – ულსანის მერის მოადგილე, კორეის რესპუბლიკა;
  • 10:15-10:45 შესვენება;
  • 10:45-12:30    სესია 1: მდგრადი ტურიზმი სამთო მიმართულებებით: გამოწვევები და გრძელვადიანი პერსპექტივა.

სესიაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება  ტურიზმის მდგრადი  განვითარების პოტენციალზე, რომელიც უპირატესობას ანიჭებს გონივრულ ტურისტულ საქმიანობას და ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებს შეესაბამება.ყოველივე ეს საშუალებას იძლევა, რომ ადგილობრივები გადაწყვეტილების მიღებასა და ინვესტირების პროცესში ჩაერთვნენ.  ადგილობრივი საცხოვრებელის, საკვების, მუსიკის, ხელოვნების, რეწვისა და ტრადიციების გამოყენება  იცავს არამარტო მთის კულტურულ მემკვიდრეობას, არამედ ბუნებრივ გარემოსაც. სესიაზე ასევე განხილულ იქნება სამთო მიმართულებებზე კლიმატური ცვლილებების გავლენა.

Keynote/კონფერენციის მონაწილე: ბატონი მარჩელო ნოტარიანი, მასპინძლობისა და მდგრადი ტურიზმის საერთაშორისო ექსპერტი, ნეპალი;

Moderator/მოდერატორი: ქალბატონი ქეისი ოდაუდი, მთამსვლელი, ალპინისტი და ავტორი, სამხრეთ აფრიკა.

დისკუსიის მონაწილეები: ბატონი გიორგი გოცირიძე, GeoGraphic საქართველოს ხელმძღვანელი, ბატონი დავით ლორთქიფანიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, ბატონი პოლ სტეფანსი, ტრანსკავკასიური ბილიკის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი, აშშ ქალბატონი სარა მანუელი, პროგრამისა და კომუნიკაციების ოფიცერი, სამთო პარტნიორობის სამდივნო, FAO.

  • 12:10-12:30 Q/A;
  • 12:30-14:00 შესვენება;
  • 14:00-15:30 სესია 2: სამთო კურორტების დაგეგმვა: დაგეგმვის ინტეგრირებული მიდგომა და კარგი პრაქტიკის ილუსტრირება სამთო კურორტების განვითარებაში.

აღნიშნულ სესიაზე განხილულ იქნება საჯარო პოლიტიკა, რომელიც მოიცავს  მდგრადი და კონკურენტუნარიანი სამთო ტურიზმის ინტეგრირებულ დაგეგმვას, რომელიც უნდა იყოს თავსებადი და ინტეგრირებული რეგიონის სხვა სექტორების საქმიანობებთან და მოთხოვნებთან, როგორიცაა ადგილობრივი ინფრასტრუქტურა,მიწის შესყიდვა და ზონებად დაყოფა, ადგილობრივი საზოგადოება და ტურიზმის სფეროში მომუშავე კომპანიები, ბუნებრივი და კულტურული რესურსების განლაგება.

Moderator/მოდერატორი: ქალბატონი ქეისი ოდაუდი, მთამსვლელი, ალპინისტი და ავტორი, სამხრეთ აფრიკა:

დისკუსიის მონაწილეები: ბატონი ალექსანდრე ონოფრიშვილი, სამთო კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი, ბატონი პასკალ ღუ, MDP კონსულტინგის აღმასრულებელი დირექტორი, საფრანგეთი დოქტორი ფიონა პია, ურბანული მობილობისა და არქიტექტურის ლაბორატორია, ტექნოლოგიის ფედერალური ინსტიტუტი, ლოზანა (EPFL) და dl-a-ს პარტნიორი არქიტექტორი, designlab არქიტექტურა, ჟენევა, შვეიცარია, ბატონი ერიკ ფოქსი, მეტყევეობა/მიწის გამოყენების დაგეგმვის სპეციალისტი, აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი, აშშ.

  • 15:10-15:30 Q/A;
  • 15:30-16:00 შესვენება;
  • 16:00-17:30 სესია 3: საინვესტიციო პოლიტიკა, კანონმდებლობა და ინვესტირებისთვის ხელსაყრელი პრაქტიკა.

Moderator/მოდერატორი: ქალბატონი ქეისი ოდაუდი, მთამსვლელი, ალპინისტი და ავტორი, სამხრეთ აფრიკა:

დისკუსიის მონაწილეები: ბატონი მამუკა ხაზარაძე, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი, საქართველო, ბატონი მიშელ დუღიე, ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების სამინისტრო, საფრანგეთი, ბატონი მატიას იაგი, ფინანსური ხელმძღვანელი, ანდერმატის შვეიცარიის ალპები, შვეიცარია, ქალბატონი ნატალი სენტ-მარსელი, დირექტორის მოადგილე, Cluster Montagne, საფრანგეთი ბატონი მაჰმუდ ჰაშემი, ირანის სამთო და სპორტული ცოცვის ფედერაციის დირექტორი.

ხუთშაბათი, 6 აპრილი 2017:

9:00-10:30 სესია 4: პროდუქტის დივერსიფიკაცია და ახალი ბაზრების მოზიდვა: სტრატეგიული მიდგომა სამთო მიმართულებების პოზიციონირების გაუმჯობესებისათვის.

თხილამურებით სრიალი სამთო ტურიზმით დაინტერესებულთათვის კურორტზე ვიზიტის მთავარი მოტივია, მაგრამ აქვე ჩნდება ახალი მოთხოვნები და მიმართულებები, რაც სამთო კურორტებს უბიძგებს, რომ  მოახდინონ ცვლილებებთან ადაპტაცია, პროდუქტის დივერსიფიკაცია და სამიზნე ბაზრების მოზიდვა. ასევე შესაძლებელია სეზონის გახანგრძლივება და ინვესტიციიდან შემოსავალის მიღება. სესიაზე განიხილებქ ახალი ბაზრების საჭიროებები.

Moderator/მოდერატორი: ქალბატონი ქეისი ოდაუდი, მთამსვლელი, ალპინისტი და ავტორი, სამხრეთ აფრიკა.

დისკუსიის მონაწილეები: ბატონი გიორგი ჩოგოვაძე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ბატონი ჰაიტამ მატარი, რას ალ ხაიმას ტურიზმის განვითარების ორგანოს აღმასრულებელი დირექტორი, ბატონი ლორენ ვანა, ვანა კონსულტინგი, შვეიცარია, დოქტორი ვოლფგანგ არლტი, ჩინეთის გამყვანი ტურიზმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, გერმანია,ბატონი ჯოზებ ზენჰაუზერნ, FIS განვითარების პროგრამის ექსპერტი, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცია (FIS), შვეიცარია.

  • 10:15-10:30 Q/A;
  • 10:30-11:00 შესვენება;
  • 11:00-12:30 სესია 5: ახალი რევოლუციური მექანიზმები სამთო მიმართულებებისათვის: ინოვაცია და ციფრული მედია.

ამ სესიაზე განხილული იქნება ინოვაციური იდეებისა და ციფრული  მედიის უდიდესი  გავლენა მიზნობრივი ბაზრების მოპოვებაზე.

Moderator/მოდერატორი: ქალბატონი ქეისი ოდაუდი, მთამსვლელი, ალპინისტი და ავტორი, სამხრეთ აფრიკა:

დისკუსიის მონაწილეები: ბატონი გურამ ადამია, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, მთის კურორტების განვითარების კომპანია, საქართველო, ბატონი კონსტანტინ ფეუსტელი, დამფუძნებელი, GEIOS ციფრული მიმართულებების მართვა, გერმანია, ბატონი მაკოტო მიატა, თანამშრომლობის განვითარების ექსპერტი,  სოფელ აკუბას ტურიზმის კომისია, იაპონია ბატონი კრისტოფერ ჰინტერეგერი, პროექტის მენეჯერი, Peaksolution/Skiline, ავსტრია ბატონი რაფაელ ოლმედო, სამთო უსაფრთხოების ინოვაციური კომიტეტის თავმჯდომარე, კვლევის, განვითარებისა და ინოვაციის მუდმივი მრჩეველი, მადრიდი, ესპანეთი

  • 11:15-12:30 Q/A;
  • 12:30-13:30 დასკვნითი მოხსენება.

ბატონი კრისტოფერ ჰინტერეგერი, მსოფლი ტურიზმის ორგანიზაციის კონსულტანტი, ავსტრია, ქალბატონი ესენკან ტერზიბასოღლუ, დესტინაციის მართვისა და ხარისხის პროგრამის დირექტორი, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია.

დამატებითი ინფორმაცია ფორუმის სპიკერების შესახებ:

მარჩელო ნოტარიანი (ნეპალი) – ეკონომისტი, მასპინძლობის, ტურიზმისა და მდგრადი განვითარების სფეროში 18 წლიანი სამუშაო გამოცდილებით. მონაწილეობა აქვს მიღებული სამი კონტინენტის (ევროპა, ლათინური ამერიკა და აზია), 25 ქვეყნის,  25-ზე მეტ პროექტში.  დიდი გამოცდილება აქვს სამთო ტურიზმის სფეროში.

ქეისი ოდაუდი (სამხრეთ აფრიკა) – ალპინისტი ქეისი ოდაუდი, არის პირველი ქალი მსოფლიოში, რომელმაც მწვერვალი ევერესტი ორივე მხრიდან დალაშქრა. ის საერთაშორისოდ აღიარებული სპიკერია, რომელიც კორპორატიულ აუდიტორიას თავის გამოცდილებებს მსოფლიოს 6 კონტინენტზე უზიარებს.

პოლ სტეფანსი (აშშ) – ტრანსკავკასიური ბილიკის ასოციაციის თანადამაარსებელი და აღმასრულებელი დირექტორი.  2005-2007 წლებში მშვიდობის კორპუსის მოხალისე იყო საქართველოში და მას შემდეგ იკვლევს ამ რეგიონს.

სარა მანუელი (FAO) – სამთო თანამშრომლობის სამდივნოს/ FAO კომუნიკაციების ოფიცერი. ის ასევე მუშაობდა ბრიტანულ პრესაში და უნივერსიტეტებში. მრავალი სამეცნიერო წიგნისა და სტატიის ავტორი.

პასკალ ღუ (საფრანგეთი) Pascal Roux (France) – MDP კონსალტინგის პრეზიდენტი. 2011 წლიდა   MDP კონსალტინგი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის წევრია.  პასკალს რეგულარულად იწვევენ ინოვაციური დაგეგმვის თემაზე ფოკუსირებულ ლექციებზე, სემინარებსა და კონფერენციებზე მთელ მსოფლიოში.

ფიონა პია (შვეიცარია)  Fiona Pià (Switzerland) – ფლობს შვეიცარიის ლოზანის ტექნოლოგიების ფედერალური ინსტიტუტის დოქტორის ხარისხს არქიტექტურასა და ურბანულ დაგეგმვაში. მისი კვლევა ორიენტირებულია  მთაში ურბანიზაციის მოდელების შექმნაზე.

ერიკ ფოქსი (აშშ) Herrick Fox (USA) – მეტყევე, მიწათსარგებლობის დამგეგმავი და რჩეველი, 20-ზე მეტ წლიანი სამუშაო გამოცდილებით სოფლის მეუნეობის განვითარებაში, მიწის მართვასა და ბუნებრივი რესურსების პოლიტიკაში. ბოლო 14 წელია აქტიურად თანამშრომლობს ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტთან.

Michel Durrieu (France) მიშელ დურიუ (საფრანგეთი) – 2014 წლიდან საფრანგეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების სამინისტროს ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი. საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენელი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში და Atout France-ეს ადმინისტრატორი.

Matthias Jäggi (Switzerland) მათიას ჯაგი (შვეიცარია) – კარიერის პირველი 20 წელი გაატარა ფინანსურ მომსახურებაში, საიდანაც ბოლო 10 წელი იყო დირექტორი შვეიცარული გადაზღვევის კომპანიაში რომელიც პასუხისმგებელია ყოველწლიურად მულტიმილიარდიანი დაფინანსების პროგრამაზე.

Mahmoud Hashemi (Iran)მაჰმუდ ჰაშემი (ირანი) – ირანის სამთო ფედერაციის საერთაშორისო საქმიანობის პრეზიდენტი. ატურის თავგადასავლების ჯგუფის პრეზიდენტი.

Haitham Mattar (U.A.E.) ჰაითამ მათარ (არაბეთის გაერთიანებული ემირატები) – 25 წლიანი გამოცდილებით ტურიზმის სფეროში, ჰაითამ მათარს ეჭირა წამყვანი პოზიციები ცნობილ გლობალურ ბრენდებში და მის გამოცდილებას მარკეტინგის სფეროში უზიარებდა მსოფლიოში ცნობად კომპანიებს როგორიც არის მერიოტი, ინტერკონტინენტალი. ჰილტონი.

Wolfgang Arlt (Germany) ვოლფგანგ არლტ (გერმანია) – პროფესორი , ჩინეთის ტურიზმის კვლევი სინსტიტუტის დამაარსებელი;

Konstantin Feustel (Germany) კონსტანტინ ფუსტელი (გერმანია) – როგორც ტურიზმის საკონსულტაციო კომპანიის WIIF,-ის დამფუძნებელი, ის მხარდაჭერას უცხადებს ინოვაციურ პროცესებს, როგორებიცაა ბიზნესის მოდელებზე სპეციალიზებული სერვისისა და პროდუქტის დიზაინი, ელექტრონულად ბილეთების შესყიდვა და ტურისტული ბარათები.

Rafael Olmedo (Spain) რაფაელ ოლმედო (ესპანეთი) – რაფაელმა დაამთავრა საავიაციო საინჟინრო და ფიზიკური მეცნიერებათა ფაკულტეტი. უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში იგი  მუშაობდა ევროპული კვლევით პროექტებზე რომელიც  დაკავშირებული იყო აერონავტიკასთან. 2011 წელს მან დაარსა GEKO NAVSAT. ის არის ავტორის რამოდენიმე  სამეცნიერო ნაშრომის, ბოლო წლების განმავლობაში მას მინიჭებული აქვს სხვადასხვა ჯილდო.

Comments
Loading...