სამწლიანი ძიების შემდეგ, კომპანია Uber-მა ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე ნელსონ ჩაი დანიშნა

64

Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტაქსის სერვისის კომპანია Uber-ის ფინანსურ დირექტორად 53 წლის ნელსონ ჩაი დაინიშნა.

კომპანიის ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე კანდიდატის ძიება 2015 წლიდან მიმდინარეობდა, მას მერე, რაც ეს პოსტი ბრენტ კალინკოსმა დატოვა.

"იგი ძალიან კარგი პარტნიორი გახდება ჩემთვის და კომპანიის მთელი შემადგენლობისთვის იმ გზაზე, რომლის მეშვეობითაც Uber-ი საჯარო კომპანია გახდება", – ამის შესახებ კომენტარს Uber-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი დარა ხოსროვშახი აკეთებს.

ხოსროვშახის წინამორბედს ტრევის კალანიკს განსაკუთრებული ყურადღება არ გამოუჩენია ფინანსური დირექტორის კანდიდატის ძიებასთან დაკავშირებით. როგორც Reuters-ი აღნიშნავს, მას მერე, რაც კომპანიაში 2017 წელს ხოსროვშახი მივიდა, კორპორაციის ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე კანდიდატის ძიების პროცესი გააქტიურდა.

აქამდე ჩაი საინვესტიციო ბანკ Merrill Lynch-ში, აგრეთვე საფინანსო CIT Group-ში მუშაობდა.

აქამდე ინვესტორები შეშფოთებულები იყვნენ იმის გამო, რომ კომპანიის ფინანსური დირექტორის კანდიდატის ძიება ასე გაიწელა. ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა Uber, იშვიათად მუშაობენ ტოპ-მენეჯერის გარეშე. ფინანსური დირექტორი აუცილებელია IPO-ს განხორციელებისას, რომლის ჩატარებასაც კორპორაცია საფონდო ბირჟაზე 2019 წელს გეგმავს.

Comments
Loading...