“სანო სტუდია” – არ უნდა დავუშვათ ქართულ ხელოვნებაში რუსეთის ინტერესების გატარება!

71

საინფორმაციო კამპანიას – “არა ინტელექტის ოკუპაციას!” “სანო სტუდია” ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს წარმატება აღიზიანებს რუსეთს, საიდან გამომდინარეც, მისი მხრიდან, ადგილი ჰქონდა მცდელობას, კონტროლი დაემყარებინა ქართულ ხელოვნებაზე. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვის ორგანიზაციას წარმოადგენს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია.

ასოციაცია უკვე წლებია, საკმაოდ წარმატებულად მუშაობს. იგი აერთიანებს 2000-მდე ხელოვანს, რომელიც რეგულარულად იღებს კუთვნილ ჰონორარს. ასოციაციის წარმატება აღიარებულია არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. ცხადია, საქართველოს წარმატება აღიზიანებს რუსეთს, საიდან გამომდინარეც, მისი მხრიდან, ადგილი ჰქონდა მცდელობას, დაემყარებინა კონტროლი ამ სფეროზე.

ამის გამოძახილიც იყო მისი მცდელობა, შეეყვანა ასოციაცია მის მიერვე შექმნილ ევრაზიულ კავშირში, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ, მან გადაწყვიტა ასოციაციის დასუსტება და სისტემის მოშლა, რისთვისაც დასაყრდენად მოძებნა რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლები და, მათი მეშვეობით, დაიწყო ასოციაციის დისკრედიტაცია, მისი წევრების მოსყიდვა და ტყუილი დაპირებების გაცემა. საბოლოოდ კი, ეს ყველაფერი ემსახურება რუსული გავლენის მოპოვებას, რაც მკვეთრად უარყოფითად აისახება როგორც ქვეყნის იმიჯზე, ასევე – იმ ასეულობით ავტორზე, რომელიც ასოციაციისგან იღებს ჰონორარს.

ამ ყველაფრის თავიდან აცილების მიზნით, ასოციაციამ წამოიწყო კამპანია – “არა ინტელექტის ოკუპაციას”! გვსურს, შევუერთდეთ კამპანიას და მოვუწოდოთ მუსიკალურ საზოგადოებას (და არამარტო), გაერთიანდეს კამპანიაში. არ უნდა დავუშვათ ქართულ ხელოვნებაში რუსეთის ინტერესების გატარება!”, – აღნიშნულია “სანო სტუდიის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Comments
Loading...