სარა ებოტი: ქართული ღვინის ძალა სწორედ  ერთიანობასა და მრავალფეროვნებაშია

13

„საქართველოს პირველად 10 წლის წინ ვესტუმრე, ქართულმა ღვინომ ჩამოსვლისთანავე დაიპყრო ჩემი გული, რადგან ის სავსეა შინაარსით, რომელიც ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას გადმოსცემს. წლებია ვაკვირდები, რომ ქართული ღვინის ხარისხი და რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. მე ბრიტანეთში ვახდენ ქართული ღვინის პოპულარიზაციას. 2017 წელს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო ინვესტიცია ბრიტანეთში, რამაც 10-ჯერ გაზარდა ქართული ღვინის ექპორტის რაოდენობა. სააგენტო აძლევს ქართულ ღვინოს პოპულარიზაციის შანსს,” – აღნიშნა ბრიტანელმა ღვინის მაგისტრმა სარა ებოტიმ IWSC Wine Judging in Georgia-ს დაჯილდოების ცერემონიალზე.

IWSC კონკურსის  გამარჯვებულები უკვე ცნობილია.  კომპეტენტური ჟიურიმ მედალოსანი ქართული ღვინოები გამოავლინა.  კონკურსზე დარეგისტრირებული უპრეცენდენტოდ მაღალი რაოდენობის – 487 ქართული ღვინოდან მედალი 288 მათგანს გადაეცა.  16 ოქრო, 63 ვერცხლი და 209 ბრინჯაო! – პირველად ისტორიაში, ქართველმა მწარმოებლებმა საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო საკუთრ ქვეყანაში მოიპოვეს.

„კონკურსის მსვლელობისას დავრწმუნდი, რომ საქართველოს ამბიცია, რომ ის ოპერირებდეს საუკეთესო ღვინოების ბაზარზე, რეალობასთან ახლოსაა. ჩვენ გვსურს ქართული ღვინის მსოფლიო ღვინის საზოგადოებისთვის გაცნობა. მინდა აღვნიშნო, რომ კონკურსზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი და მაღალი ხარისხის ქართული ღვინო. მედალოსანი ღვინოების ხარისხი და ტექნიკური დახვეწილობა  ისეთივე იყო, როგორც ჩამოყალიბებულ ღვინის რეგიონებში: იტალია, ბრიტანეთი, ესპანეთი და სხვა. თქვენი ძალა სწორედ,  ერთიანობასა და მრავალფეროვნებაშია,“ – კონკურსში გამარჯვებული ქართული ღვინოების განსაკუთრებულობაზე საუბრობს სარა ებოტი.

კონკურსში წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს საერთაშორისო და ადგილობრივმა ჟიურიმ შეაფასა,  რომელსაც სწორედ ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი ხელმძღვანელობდა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ,  ღვინის ექსპერტები ქეთ ლომაქსი, მეგან კლარკი, მეგი მაკფერსონი და კრისტელ გილბერტი, უფროსი სომელიე სალვატორე კასტანო. წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს IWSC -ის ჟიურის ადგილობრივი მსაჯებიც აფასებდნენ. ჟიურის შემადგენლობაში ანა გოდაბრელიძე, გიორგი დაქიშვილი, ლადო უზუნაშვილი, დავით ჩიჩუა,  ჯაბა ძიმისტარიშვილი, მაგდა სურგულაძე,  პატრიკ ჰონეფი, გიორგი სამანიშვილი, შალვა ჯაფარიძე, რეზი ცეცხლაძე, ზვიად ლოლაძე, კახა ჭოტიაშვილი, ირაკლი ჩოლობარგია  და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა შედიოდნენ.

მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის ფარგლებში ქართველ მეღვინეებს გამორჩეულმა ბრიტანელმა ექსპერტებმა საკუთარ გამოცდილება გაუზიარეს – იმისათვის, რომ სწორად შეფასდეს  ღვინო და გამოიკვეთოს  მისი ნამდვილი ღირებულება, საკმარისი დრო უნდა დაეთმოს მის გასინჯვას – დაგემოვნებას. ექსპერტთა თქმით, IWSC-ის ჯილდოს მიღება მარტივი ნამდვილად  არ არის და სწორედ ეს ფაქტი ანიჭებს  ჯილდოს მნიშვნელობას.  კონკურსს ჰყავს  გამარჯვებულები, თუმცა ყველა მონაწილე კი – მოგებული დარჩა, რადგან ჟიურის წევრებისგან  ყველა მონაწილეს ინდივიდუალური შეფასებები ელის.

„და თუ კონკურსის მონაწილეებმა  ვერ მიაღწიეთ იმ შედეგს, რომელიც თქვენ სურდათ, არ გაიტეხოთ გული, რადგან კონკურსები აუმჯობესებს ღვინის საბოლოო შედეგს და სამომავლოდ,  ყველაფერი უფრო დახვეწილი და გასაკუთრებული იქნება. თქვენი ძალა ერთიანობასა და მრავალფერვნებაშია. გააგრძელეთ მუშაობა თქვენს კოლეგებთან ერთად, რადგან თქვენ ახლა იწყებთ, იმის ჩვენებას, თუ რა შეგიძლიათ თქვენ და თქვენს რეგიონს,“ – ასე მიმართა ბრიტანელმა ღვინის მაგისტრმა ქართველ მეღვინეებს და მათ წარმატებები უსურვა.

საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის International Wine & Spirit Competition (IWSC) ოფიციალური პარტნიორია გურჯაანის ღვინის ფესტივალი, ხოლო კონკურსის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და ღვინის დღეები საქართველოში.

Comments
Loading...