საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

359

პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურას კენჭი უყარა.

კენჭისყრაში კომიტეტის წევრმა, 9 დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა. აქედან ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურას მხარი 8 დეპუტატმა დაუჭირა, 1-მა თავი შეიკავა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურას გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე დამტკიცებას მხარი დაუჭირა.

Comments
Loading...