საქართველოს საავიაციო ბაზარზე კიდევ ერთი ახალი უცხოური ავიაკომპანია შემოდის. ლიბანური ავიაკომპანია Wings of Lebanon მრავალჯერად ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას რამოდენიმე მიმართულებით განახორციელებს:
ბეირუთი-თბილისი-ბეირუთის მიმართულებით ფრენები შესრულდება 27 ივნისიდან 8 სექტემბრამდე, კვირაში 2 სიხშირით – ყოველ სამშაბათსა და პარასკევს.
ბეირუთი-ბათუმი-თბილისი-ბეირუთის მიმართულებით ფრენები განხორციელდება 25 ივნისიდან 3 სექტემბრამდე, ყოველ კვირა დღეს (ბათუმსა და თბილისს შორის ფრენა შესრულდება კომერციული უფლების გარეშე);
ბეირუთი-ბათუმი-ბეირუთის მიმართულებით ფრენები შესრულდება 28 ივნისიდან 6 სექტემბრამდე ყოველ ოთხშაბათს. ავიარეისები Boeing B737 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ლიბანურ ავიაკომპანიას ახალ მიმართულებებზე საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 19 მაისს მიანიჭა.