საქართველოს ბანკთან პარტნიორობით ვოლტი ახალ B2B სერვისს -Wolt Drive-ს ნერგავს

11

13 ივლისი, 2022- საქართველოს ბანკთან პარტნიორობით Wolt-ი ონლაინ მაღაზიებისთვის ახალ B2B სერვისს – Wolt Drive-ს ნერგავს.Wolt Drive-ის მეშვეობით ნებისმიერ ონლაინ სავაჭრო ობიექტს შეუძლია მომხმარებელს შეკვეთის მიტანა 30 წუთში შესთავაზოს. სერვისის გამოყენება შესაძლებელია როგორც API-ს ან ელ-კომერციის პლატფორმის სრული ინტეგრაციით, ასევე მყისიერად, ყოველგვარი ინტეგრაციის გარეშე, Wolt Drive-ის ვებ პორტალის საშუალებით.

Wolt Drive-ის პორტალის მეშვეობით უკვე ის მცირე მეწარმეებიც შეძლებენ საკუთარ მომხმარებელს სწრაფი მიტანის სერვისი შესთავაზონ, რომლებსაც არ აქვთ საკუთარი ონლაინ პლატფორმა და გაყიდვებს ინსტაგრამის ან ფეისბუქის საშუალებით ახორციელებენ. ეს მცირე ბიზნესს განვითარების შესაძლებლობას მისცემს.  მნიშვნელოვანია, რომ როგორც მომხმარებელს, ისე სავაჭრო ობიექტს დამატებით შესაძლებლობა აქვს: თვალყური ადევნოს შეკვეთის მიტანის პროცესს რეალურ დროში, სპეციალური ბმულის საშუალებით, რომლის გამოყენებისთვის არ არის საჭირო არც ვოლტის და არც რაიმე სხვა აპლიკაციის ჩამოტვირთვა. დამატებით, მეწარმეები შეძლებენ გამოიყენონ ვოლტის მხარდაჭერის სერვისი 24/7-ზე.

 

Comments
Loading...